უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ხვიჩა კვარაცხელია და პსჟ ასტონ ვილას დაუპირისპირდებიან.
ხვიჩა არ იქნება პირველი ქართველი, რომელიც ბირმინგემული გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს და გოლის გატანას ეცდება.
პრემიერ ლიგის 1998-99 წლების სეზონში ნიუკასლმა ასტონ ვილა 2-1 ალან შირერისა და თემურ ქეცბაიას გოლებით დაამარცხა.
ქეცბაიას გოლი (2:30)
მომდევნო სეზონში (1999-00) კი ქართველმა ასტონ ვილას წინააღმდეგ საგოლე გადაცემა მიითვალა, დანკან ფერგიუსონის გოლით კაჭკაჭებმა 0-1 იმარჯვეს.
ქეცბაიას საგოლე გადაცემა (0:15)
პარი სენ-ჟერმენისა და ასტონ ვილას პირველი მატჩი პარკ დე პრენსზე 9 აპრილს, 23:00 საათზე გაიმართება.
