ილია თოფურია ჯო როგანთან პოდკასტში იყო სტუმრად, სადაც სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის ისლამ მახაჩევსა და მასთან ბრძოლაზე.
"რა თქმა უნდა, ისლამთან ბრძოლა მსურს. მე კონტენდერთან არ ვიბრძოლებ. თუ ისლამი გადაწყვეტს, რომ მას ჩემთან ჩხუბი არ უნდა, მაშინ იქამდე დაველოდები, სანამ ჩემთან არ იბრძოლებს.
ამბობ, რომ მსოფლიო ჩემპიონი ხარ და დივიზიონის დომინაციას აგრძელებ? აქ ვარ, ყოველთვის თავს ვერ ამარიდებ.
არ ვფიქრობ, რომ ისინი (UFC) ბრძოლის გარეშე დამტოვებენ, რადგან მე ქამარი ვაკანტური გავხადე და ვთქვი, რომ ქვემსუბუქში აღარ ვიბრძოლებდი, ამასთან კი პირობა მივიღე, რომ ჩემი შემდეგი ბრძოლა ტიტულისთვის იქნებოდა და რამდენი ხანი გამაჩერებთ ჩხუბის გარეშე?
თუ მათ შანსი ყველას მისცეს, რატომ არა მე? ჰენრი სეხუდო, კონორ მაკგრეგორი, ჟორჟ სენ-პიერი, ჯონ ჯონსი, მათ შანსი ყველას მისცეს და მეც დავამტკიცე, რომ ამ შანსს ვიმსახურებ.
მე ქვემსუბუქი წონის ორი დიდებული მებრძოლი გავთიშე. ვოლკი დივიზიონში დომინირებდა და მაქს ჰოლოუეი? ის დიდებული მებრძოლია." - განაცხადა ქართველმა როგანთან საუბარში.
თოფურია: "ხაბიბმა იცის, რომ ისლამს ქამარს მე წავართმევ"