ჯო როგანთან ინტერვიუში ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკიზე ისაუბრა.
"ის დიდებულია. მისი გამარჯვება ძალიან გამიხარდა, რადგან ის ნამდვილად იმსახურება ტიტულის დაბრუნებას.
არ მაწუხებს, რომ მან ჩემი ქამარი მოიგო. მე მის გამო მიხარია. ის ქამარი მოვიგე და დავიცავი, ახლა კი სრულიად სხვა გამოწვევა მაქვს.
მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ და ასევე ყველას. ვისურვებდი, ყოველთვის საუკეთესომ მოიგოს." - თქვა თოფურიამ როგანთან საუბარში.
თოფურია: "თუ შემომთავაზებენ კონორთან ბრძოლას, რატომაც არა?"