ჯო როგანის პოდკასტში ილია თოფურიამ და თავად როგანმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრეს.
როგანი: "მერაბის ბრძოლების ყურება მიყვარს, ის აბსოლუტური ცხოველია. ვერ ვხვხდები, საიდან აქვს ასეთი კარდიო, ეს გიჟური და არაადამიანურია.
საოცარი იყო იმის ნახვა, თუ როგორ დააწყებინა მან უმარს ბარბაცი და როგორ ნელა მოძრაობდა ის, მერაბი კი თითქოს ისევ პირველ რაუნდში იყო."
თოფურია: "მერაბი მართლაც მანქანაა, ის მიყვარს. გეტყვი, რამაც გამაოცა მის შესახებ. ერთი შეხედვით ის არ არის ყველაზე განსაკუთრებული და ტექნიკური, მაგრამ არ ვიცი რა ხდება, როცა ოქტაგონზე შედის. ის ნამდვილი მანქანაა.
როცა მერაბს გარედან უყურებ, როგორ ვარჯიშობს და ჩხუბობს, ფიქრობ, რომ ეს ამ ყველაფერს შენს წინააღმდეგ ვერ გააკეთებს, მაგრამ შემოდის შენთან ერთად ოქტაგონზე და ყველაფერი იცვლება. შენს წინაშე მანქანაა, რომელიც არასდროს ჩერდება.
ის ერთხელ ესპანეთში ჩემს დასახმარებლად ჩამოვიდა, როცა მოვსართან (ევლოევი) ბრძოლისთვის ვემზადებოდი. როცა ვარჯიშს ვამთავრებდით, ის კიდე სარბენად მიდიოდა."
თოფურია: "მახაჩევის დამარცხების შემდეგ პედისთან ბრძოლას ვისურვებდი"