ჯო როგანთან ინტერვიუში ილია თოფურიამ პედი პიმბლეტთან შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა.
"ჯასტინ გეიჯის პედი პიმბლეტს შევახვედრებდი, მე კი ისლამს (მახაჩევს) დავუპირისპირდები. როცა ტიტულს მოვიპოვებ, პედის შევხვდები, რადგან ვფიქრობ, რომ ის გეიჯის მოუგებს.
პედისთან ბრძოლასთან დაკავშირებით მეტად აღტაცებული ვარ, თუ ეს ბრძოლა ესპანეთში, სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება.
ვიცი, რომ დანა უაითს ღონისძიებების სტადიონზე ჩატარება არ უყვარს, მაგრამ ბერნაბეუ ერთადერთი სტადიონია, რომლის გადახურვაც შეიძლება.
სტადიონზე 80 ათასი ადამიანი ეტევა, რომლის შევსებაც პრობლემა არ იქნება." - უთხრა თოფურიამ როგანს.
თოფურია: "ვოლკანოვსკის გამარჯვება გამიხარდა, მან ეს დაიმსახურა"