ჯო როგანთან პოდკასტში ილია თოფურიამ კონორ მაკგრეგორთან შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა.
"ამ ბრძოლაზე საუბრები გვქონდა, თუმცა იცით, როგორ მუშაობს UFC, ძალიან სპეციფიკურად, არავის არ უნდა უთხრა არაფერი.
თუ ახლა შემომთავაზებენ კონორთან ბრძოლას, რატომაც არა? უარს არ ვიტყოდი. თუმცა თუ მას ჩემს წინააღმდეგ დააყენებთ, ის მოკვდება და თავიდან დაიბადება.
მას თითები, ყბა და ტანი აღარ უვარგა. ამდენი დაზიანებითა და წამლების მიღებით, რაღაც მომენტში ფასს იხდი. ფასს შენი ჯანმრთელობით იხდი, რაც ყველაზე სულელური რამ არის, რაც ცხოვრებაში შეგიძლია გააკეთო.
მას ასევე პრობლემები ჰქონდა წონის კლებასთან. ეს კი სხეულისთვის დიდი ზიანია. ცხოვრებაში შეიძლება ყველაფერი გქონდეს, მაგრამ თუ ჯანმრთელი არ ხარ, არაფერი გაქვს." - თქვა თოფურიამ როგანთან საუბარში.
"ყოველთვის თავს ვერ ამარიდებ" - თოფურია მახაჩევზე