ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში ხაბიბ ნურმაგომედოვის განცხადებას უპასუხა.
ხაბიბი: "ცარუკიანი უფრო სერიოზული მებრძოლია, ვიდრე თოფურია"
"ხაბიბმა იცის, რომ ისლამს ქამარს მე წავართმევ. ეს ერთადერთი მიზეზია, რატომაც მას არ უნდა, რომ ისლამი მე მებრძოლოს." - წერს ქართველი მებრძოლი X-ზე.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მსუბუქ წონაში ავიდა, რომლის ჩემპიონიც ისლამ მახაჩევია. ქართველს კი პირდაპირ სატიტულო ბრძოლის მიღება სურს, მახაჩევი ამას ჯერ-ჯერობით არ თანხმდება.