ჯასტინ გეიმიმ ნოემბერში ილია თოფურიასთან სატიტულო ბრძოლაში დაპირისპირების სურვილი გამოთქვა.
როგორც იცით, თოფურიას აგენტმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, ილიას წინააღმდეგ ბრძოლის ჩატარებასთან ყველაზე ახლოს სწორედ გეიჯია.
"მესამე ქამარი დროის ამბავია", - თოფურიას მენეჯერმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
„ამ ეტაპზე თოფურია დიდი ვარსკვლავია. თუმცა, ის ზედმეტად თავდაჯერებულია.
სიამოვნებით დავანოკაუტებდი მას ნოემბერში "მედისონ სკვერ-გარდენზე", - აღნიშნა UFC-ის მებრძოლმა.
ჯასტინ გეიჯის პროფესიონალურ MMA-ში 31 ბრძოლიდან 26 მოგება და 5 მარცხი აქვს. მსუბუქი წონის დივიზიონის ტიტულისთვის მან ორჯერ იჩხუბა - 2020 წელს ხაბიბ ნურმაგომედოვთან დამარცხდა, 2022-ში კი ჩარლზ ოლივეირასთან.
ბოლო 5 დაპირისპირებიდან ამერიკელს 3 მოგება და 2 მარცხი აქვს, უკანასკნელი ბრძოლა მან 2025 წლის მარტში, რაფაელ ფიზიევს გადაწყვეტილებით მოუგო.