პედი პიმბლეტის თქმით, ილია თოფურია კონორ მაკგრეგორს ბაძავს.
თოფურია: "ამ შაბათსვე შემიძლია ერთ რაუნდში მახაჩევი დავაგდო, მეორეში - პიმბლეტი"
„მას ზუსტად კონორისნაირი ტატუები აქვს, ის მას აშკარად ბაძავს.
თავის საუკეთესო წლებში მაკგრეგორი თოფურიას მარცხენა პირდაპირი დარტყმით გათიშავდა." - აღნიშნა ბრიტანელმა მებრძოლმა.
UFC 317-ზე ჩარლზ ოლივეირასთან მოგების შემდეგ, თოფურიასთან პირისპირ დგომზე სწორედ პიმბლეტი ავიდა და თითქოს, მათი ბრძოლა ამით დაანონსდა. თუმცა, პრესკონფერენციაზე UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა აღნიშნა, რომ ეს მასთან არ ყოფილა შეთანხმებული და ბრიტანელი ოქტაგონზე არ უნდა აეშვათ.