ილია თოფურიას თქმის, მას შეუძლია პედი პიმბლეტი და ისლამ მახაჩევი ერთ საღამოს სცემოს.
ჟურნალისტი: "ცარუკიანი თოფურიას ბრძოლის სანაცვლოდ 1 მილიონს და მანქანას სთავაზობს"
„ყველაფერი მხოლოდ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, შაბათს ესპანეთში გვექნებოდა ღონისძიება. პირველი რაუნდი მახაჩევთან, მეორე რაუნდი - პიმბლეტთან." - აღნიშნა მსუბუქი წონის ჩემპიონმა.
UFC 317-ზე თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ისტორიაში მე-10 მებრძოლი გახდა, რომელიც ორი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.
ბრძოლის შემდეგ მასთან პირისპირ დგომზე პედი პიმბლეტი ავიდა, თუმცა პრესკონფერენციაზე UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა აღნიშნა, რომ ეს მასთან არ ყოფილა შეთანხმებული და ბრიტანელი ოქტაგონზე არ უნდა აეშვათ.