როგორც ჩანს, არმან ცარუკიანს ილია თოფურიასთან ბრძოლის ჩატარება ძალიან სურს.
ცარუკიანი: "სახალისო ფაქტი - თოფურიას პიკში მყოფ მებრძოლთან არასდროს უჩხუბია"
MMA-ს ჟურნალისტი არიელ ჰელვანი, რომელთანაც, სხვათაშორის, რამდენიმე დღის წინ ინტერვიუ მერაბ დვალიშვილს ჰქონდა, საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
მისი თქმით, სომეხი მებრძოლი თოფურიას ბრძოლის სანაცვლოდ 1 მილიონ ევროს და თავისი პირადი კოლექციიდან ერთ ნებისმიერ მანქანას სთავაზობს.
თოფურიას მსუბუქი წონის დივიზიონში ამოსვლის შემდეგ, მასსა და ცარუკიანს შორის სიტყვების თამაში აქტიურად გრძელდება, თუმცა ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ვის წინააღმდეგ დაიცავს თავის ახლად მოპოვებულ ქამარს პირველად ქართველი ჩემპიონი.