ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში UFC-ის ღონისძიება დააანონსა.
პრეზიდენტის თქმით, 2026 წლის 4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის 250-ე იუბილეზე თეთრი სახლი UFC-ის ბრძოლებს უმასპინძლებს, რომელსაც 25 ათასი ადამიანი დაესწრება.
აღნიშნულ ინფორმაციას ინტერესით შეეგებნენ თავად მებრძოლებიც და რამდენიმე მათგანმა უკვე სურვილიც გამოთქვა, რომ ამ ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღოს.
"ბრძოლა თეთრ სახლში?" - დაწერა ჯონ ჯონსმა.
"აღტაცებული ვარ პრეზიდენტი ტრამპის განცხადებით UFC-ის საბრძოლო ღონისძიების ჩატარებაზე თეთრ სახლში. ჩემთვის პატივი იქნება. ჩამთვალეთ!" - ასეთია კონორ მაკგრეგორის გამოხმაურება.
"Let's go! იქ ბრძოლა მინდა." - თეთრ სახლში ბრძოლის სურვილი მერაბ დვალიშვილმაც გამოთქვა.