ჯო როგანმა საკუთარ პოდკასტში ისაუბრა იმაზე, რომ ჯონ ჯონსსა და ალექს პერეირას შორის პოტენციური ჩხუბი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ბრძოლა იქნებოდა.
"ჯონი ფიქრობს, რომ ივნისში იჩხუბებს და ის ამისთვის უკვე ემზადება, სულ მცირე, მენტალურად მაინც. მას სჯერა, რომ ოქტაგონზე ალექს პერეირასთან დაპირისპირება მოუწევს.
თუკი ჯონ ჯონსისა და ალექ პერეირას ბრძოლა ჩაინიშნება, ეს კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ბრძოლა იქნება", - ამბობს როგანი.
ბოლო კვირებში ჯონსმაც და პერეირამაც ერთმანეთისადმი პატივისცემა არაერთხელ დაადასტურეს და იმასაც გაუსვეს ხაზი, რომ ოქტაგონზე დაპირისპირება კარგი იდეა იქნებოდა.
"ვფიქრობ, ეს ის ბრძოლაა, რომელიც უნდა შედგეს. თვით ჯონ ჯონსიც კი საუბრობდა ამ ბრძოლაზე. მგონი, გუშინდელ ინტერვიუში ილაპარაკა", - ეს პერეირას მიერ 20 ოქტომბერს ნათქვამი ფრაზებია.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა თავის დაბადების დღეზე, 14 ივნისს თეთრ სახლში UFC-ის დიდი საღამო დააანონსა, რის შემდეგაც გულშემატკივრებში ჯონსი-პერეირას პოტენციურ ჩხუბზე საუბარი არ წყდება.