ლივერპულის ოფიციალური გვერდის განცხადებით, ვირჯილ ვან დაიკმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
ნიდერლანდელმა ახალი ხელშეკრულება 2027 წლამდე გააფორმა, დევიდ ორნშტეინის ცნობით, მისი ანაზღაურება კვირაში 400 ათასი ფუნტი იქნება.
"მე ერთ-ერთი ლივერპულელი ვარ. იმ დღეს ვიღაცამ ნაშვილები სქაუზერი დამიძახა. მიხარია ასეთი რაღაცების გაგება, ეს დიდებული გრძნობაა." - განაცხად 33 წლის მცველმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
ვან დაიკი ლივერპულს 2018 წელს საუთჰემპტონიდან შეუერთდა და გუნდთან ერთად პრემიერ ლიგა, FA თასი, კარაბაო თასი (2-ჯერ), ქომუნნითი შილდი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერ თასი და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მერსისადულ კლუბთან კონტრაქტი მოჰამედ სალაჰმაც გაახანგრძლივა.