ასტონ ვილას მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ მარკუს რაშფორდის გამოსყიდვაზე ისაუბრა.
"ახლა ამის დაგეგმვა რთულია. ეს დამოკიდებულია გარემოებებზე და რა მოხდება მომდევნო კვირებში.
ის თავს კომფორტულად და უკეთ გრძნობს. მან პსჟ-სთან ფანტასტიკური მატჩი ითამაშა. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ რაშფორდი ასტონ ვილაში მანჩესტერ იუნაიტედის იჯარის წესითაა. ბირმინგემელებს მისი გამოსყიდვა სეზონის ბოლოს 40 მილიონ ფუნტად შეეძლებათ.
VIDEO: ვილა პარკზე სასწაული არ შედგა - პსჟ 1/2 ფინალშია