VIDEO: ვილა პარკზე სასწაული არ შედგა - პსჟ 1/2 ფინალშია
7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ასტონ ვილამ ვილა პარკზე პსჟ მიიღო.
პირველი შეხვედრის 3-1 წაგების შემდეგ უნაი ემერის გუნდს ორბურთიანი უპირატესობის აღმოფხვრა სჭირდებოდა.
მე-11 და 28-ე წუთებზე ფლანგის მცველებისგან (აშრაფ ჰაკიმი, ნუნუ მენდეში) გაშვებული გოლების შემდეგ ორი მატჩის ჯამში ანგარიში 1-5 გახდა და დუელის ბედი თითქმის გადაწყდა, თუმცა ასტონ ვილამ მაინც გაიბრძოლა.
34-ე წუთზე ერთი ბურთი იური ტილემანსმა გაქვითა, მეორე ტაიმში კი 2-წუთიან მონაკვეთში ჯერ ჯონ მაკგინმა, შემდეგ კი ეზრი კონსამ გამოიჩინას თავი და ჯამში უკვე ასტონ ვილას ჩამორჩენა ერთბურთიანი იყო.
ბირმინგემელებს გოლის გატანის შანსები კიდევ ჰქონდათ, მაგრამ ჯანლუიჯი დონარუმამ თავისი გუნდი გადაარჩინა.
საბოლოოდ პარიზელებმა ორი მატჩის ჯამში 4-5 იმარჯვეს და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გავიდნენ.