მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ დაადასტურა, რომ გუნდის ნახევარმცველ ილქაი გიუნდოგანს კლუბთან კონტრაქტი კიდევ 1 წელი აკავშირებს.
"გიუნდოს კიდევ ერთწლიანი კონტრატი აქვს. ზაფხულში რა მოხდება, არ ვიცი, მაგრამ მას კიდევ ერთი წელი აქვს კონტრაქტში" - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
გერმანელი ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში 2024 წელს ბარსელონადან დაბრუნდა.
ახლა კი, როგორც ჩანს, სიტიმ მას კონტრაქტი კიდევ 1 სეზონით გაუხანგრძლივა.