ლიონელ მესიმ ინტერვიუში პეპ გვარდიოლას და მისი დროის ბარსელონას შესახებ ისაუბრა.
"გვარდიოლა სხვა სამყაროდანაა. ის განსხვავებულია და ხედავს ისეთ რაღაცებს, რასაც სხვა ვერ დაინახავს.
მან ფეხბურთი შეცვალა. ყველა ჩვენს მიბაძვას ცდილობდა. მან რაღაც მხრივ ფეხბურთი დააზიანა, რადგან ყველა ბარსელონას მსგავსად თამაში უნდოდა.
მაგრამ ჩვენ განსაკუთრებული გუნდი ვიყავით... ის ნახევარდაცვა - ჩავი, ბუსი, ინიესტა, ყველაფერი იდეალურად იყო მოთამაშეებსა და მწვრთნელს შორის.
ვფიქრობ, იმ დროს უფრო მეტი ჩემპიონთა ლიგა უნდა მოგვეგო, რამდენიმე შანსი ხელიდან გავუშვით. პეპთან ერთად რაც მოვიგეთ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და როგორც ვთამაშობდით, საოცარი იყო." - განაცხადა არგენტინელმა ლეგენდამ.