ლივერპულის კაპიტანმა ვირჯილ ვან დაიკმა კლუბის საზაფხულო გეგმებზე კომენტარი გააკეთა.
"ეს დიდი ზაფხული უნდა იყოს. ვფიქრობ, კლუბი გეგმავს, რომ დიდი ზაფხული გამოვიდეს.
როგორც ლივერპულთან დაკავშირებული გულშემატკივრები, ჩვენ ყველა ხელმძღვანელობას უნდა ვენდოთ, რომლებიც სწორ საქმეს გააკეთებენ.
იმედია, კლუბი ტიტულებისთვის მომდევნო 2 სეზონშიც იბრძოლებს." - განაცხადა ნიდერლანდელმა მცველმა.
მოჰამედ სალაჰის ლივერპულში დარჩენის შემდეგ უკვე გადაწყვეტილია, რომ მერსისაიდულ კლუბთან ახალ კონტრაქტს ვირჯილ ვან დაიკიც გააფორმებს.