მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ გუნდის სატურნირო მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა.
"ეს არ არის ცუდი ფაქტი, რომ ჩემპიოთა ლიგის საგზურისთვის ვიბრძვით. შეიძლება ბევრად დაბალ პოზიციაზეც ვიყოთ პრემიერ ლიგაში, მას შემდეგ რაც ბოლო 4-5 თვეში გავაკეთეთ.
შეიძლებოდა მე-11, მე-12, მე-13 ან მე-14 ადგილზე ვყოფილიყავით." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
მანჩესტერ სიტი პრემიერ ლიგის დასრულებამდე 6 ტურით ადრე 55 ქულით მე-5 ადგილზეა და მდევარ ჩელსისა და ასტონ ვილას 1 ქულით უსწრებს.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ ლიგას მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 5 გუნდი ეყოლება.