ინგლისის პრემიერ ლიგის 33-ე ტურში ლივერპულთან 0-1 მარცხის შემდეგ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლესტერი პრემიერ ლიგიდან გავარდა.
მელიები მომავალ სეზონს ჩემპიონშიფში გაატარებენ და შეეცდებიან უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებას.
რუუდ ვან ნისტელროის გუნდამდე პრემიერ ლიგიდან ოფიციალურად საუთჰემტპონიც გავარდა, მე-3 გუნდი კი უდიდესი ალბათობით იფსვიჩი იქნება, რომელიც ვესტ ჰემს 15 ქულით ჩამორჩება.
ლესტერი პრემიერ ლიგიდან ბოლო 3 სეზონში მეორედ გავარდა, პირველი გავარდნის შემდეგ გუნდმა ჩემპიონშიფიდან დაწინაურება იმავე სეზონში მოახერხა.
VIDEO: ტრენტის გამარჯვების გოლი - ლივერპული ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯშია