VIDEO: ლუკას პაკეტამ თავის მომავალზე გოლის აღნიშვნისას მიანიშნა
31 აგვ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-3 ტურში ვესტ ჰემმა ნოტინგემი 0-3 დაამარცხა.
ლონდონელთა მხრიდან გოლები ჯაროდ ბოუენმა, ლუკას პაკეტამ და კალუმ უილსონმა გაიტანეს.
საინტერესოდ აღნიშნა გოლი ლუკას პაკეტამ, რომელმაც ტელეფონზე ზარის პასუხის და შემდეგ ტელეფონის გადაგდების იმიტაცია გააკეთა, ამის მერე კი ვესტ ჰემის გერბს აკოცა.
მატჩამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიელის ტრანსფერით ასტონ ვილა იყო დაინტერესებული, თუმცა როგორც ჩანს, პაკეტა ვესტ ჰემში დარჩება.