ინგლისის პრემიერ ლიგის 33-ე ტურში ფულემმა კრეივენ კოტეჯზე ჩელსი მიიღო.
შეხვედრაში ანგარიში მე-20 წუთზე ალექს აივობიმ გახსნა და მასპინძლებმა პირველი ტაიმი 1-0 მოიგეს.
83-ე წუთზე ტაირიკ ჯორჯმა ანგარიში გაათანაბრა, კომპენსირებულ დროში კი პედრუ ნეტუმ გამარჯვების გოლი გაიტანა და ჩელსის მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუპოვა.
აღსანიშნავია, რომ მარესკას გუნდმა გასვლითი მატჩი პრემიერ ლიგაში 8 დეკემბრის შემდეგ პირველად მოიგო.
ამ მოგებით ჩელსიმ 57 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ნოტინგემსა და ასტონ ვილას გაუთანაბრდა. ჩამორჩენა მანჩესტერ სიტისთან 1 ქულაა.
20' აივობი 1-0
83' ჯორჯი 1-1
90+3' ნეტუ 1-2