VIDEO: ასტონ ვილამ ნიუკასლი გაანადგურა და ხუთეულისთვის ბრძოლას აგრძელებს
19 აპრ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის 33-ე ტურში ასტონ ვილამ ვილა პარკზე ნიუკასლი მიიღო და 4-1 გაანადგურა.
თამაში სწრაფი გოლით გაიხსნა და პირველ წუთზე ანგარიში ოლი უოტკინსმა გახსნა, მე-18 წუთზე ფაბიან შერმა გაათანაბრა ანგარიში და პირველი ტაიმი 1-1 დასრულდა.
მეორე ტაიმში კი ასტონ ვილამ 3 უპასუხო გოლი გაიტანა. 64-ე წუთზე იან მაატსენმა გაიყვანა წინ თავისი გუნდი.
73-ე და 75-ე წუთებზე კი ჯერ დენ ბარნის ავტოგოლით, შემდეგ კი ამადუ ონანას გოლით გაზარდა სხვაობა ემერის გუნდმა.
ბირმინგემელებმა ამ გამარჯვებით 57 ქულა დააგროვეს და ნოტინგემს გაუთანაბრდნენ, რომელიც მე-5 ადგილზეა.
ჩემპიონთა ლიგის ზონაში სიმჭიდროვეა. მე-3 ადგილზე მყოფ ნიუკასლს 59 ქულა აქვს, მე-6 ადგილზე მყოფ ასტონ ვილას კი - 57, მათ შორის მანჩესტერ სიტი (58 ქულა) და ნოტინგემი (57 ქულა) არიან.