ლივერპული პრემიერ ლიგის მოგებისთვის მიძღვნილ აღლუმს 26 მაისს გამართავს.
გუშინ მერსისაიდელებმა ტოტენჰემი 5:1 გაანადგურეს და პრემიერ ლიგის ჩემპიონობა ნაადრევად მოიპოვეს.
კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალაქში კლუბის მსვლელობა კრისტალ პალასთან ბოლო ტურის მატჩის მეორე დღეს, 26 მაისს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ლივერპული პრემიერ ლიგის ჩემპიონი ისტორიაში მეოცედ გახდა და ამ მაჩვენებლით მანჩესტერ იუნაიტედს გაუთანაბრდა.