მარკუს რაშფორდი ტრავმის გამო ამ სეზონში მოედანზე შესაძლოა ვეღარ გავიდეს.
27 წლის ფორვარდმა მან სიტისთან (1:2) მატჩში მიიღო დაზიანება, რის გამოც თასის 1/2 ფინალური მატჩი გამოტოვა, რომელშიც მისი გუნდი კრისტალ პალასთან 0:3 დამარცხდა.
„რაშფორდი დიდი ალბათობთ სეზონის დარჩენილ ნაწილს ბარძაყის უკანა ზედაპირის ტრავმის გამო გამოტოვებს. ოპერაცია არ სჭირდება, გამოჯანმრთელება ასტონ ვილას მეთაურობით წარიმართება, ჯერჯერობით მიმდინარეობს დამატებითი ვკლევები.
თეორიულად, 18 მაისს ტოტენჰემთან მატჩში მისი მონაწილეობა ჯერ გამორიცხული არ არის, მაგრამ ამის ალბათობა საკმაოდ დაბალია. სავარაუდოდ, 27 წლის ფეხბურთელმა სეზონი ნაადრევად დაასრულა.
მისი მთავარი მიზანი ამჟამად ივნისის სანაკრებო მატჩებისთვის მომჯობინებაა." - აღნიშნა ინსაიდერმა დევიდ ორშტეინმა.
სეზონის მეორე ნახევარი რაშფორდმა იჯარით ასტონ ვილაში გაატარა, რომელსაც მისი გამოსყიდვა შეუძლია.