ლუის ენრიკე ტოტენჰემთან მატჩში რთულ თამაშს ელოდება.
ჩემპიონთა ლიგის საერთო ფაზის მე-5 ტურში პსჟ ტოტენჰემს საკუთარ მოედანზე ხვალ უმასპინძლებს.
„ვარჯიში ბევრად ადვილია, ბევრი ლაპარაკი არაა საჭირო, იმიტომ რომ იგრძნობა, რომ ეს სხვა მატჩები და სხვა ტურნირია. ეს ჩვენი ტურნირია, სადაც მოქმედი ჩემპიონები ვართ და ამ სტატუსის გაგრძელება გვინდა.
ტოტენჰემმა სეზონი საუცხოოდ დაიწყო, ჩემპიონთა ლიგაზე ჯერაც დაუმარცხებელია. მათი ფეხბურთელების უმეტესობა ნაკრებებშიც თამაშობს.
ძლიერი მეტოქე გვყავს, რომელთანაც სუპერთასისგან სრულიად განსხვავებული თამაში გვექნება. ჩვენ დომინირება გვინდა - ვიცით რთულია, თუმცა პარკ დე პრენსზე ვთამაშობთ." - აღნიშნა ენრიკემ.