3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი მზადაა ხელფასი დათმოს იმისთვის, რომ ჟურნალისტებთან საუბარი აირიდოს თავიდან.
„თქვენთან დროს კარგად ვატარებ. პრესკონფერენცია არასდროს არ შემიწყვეტია, ყოველთვის ვლაპარაკობ იმას, რაც უნდა ვილაპარაკო.
სპონტანური აზრი მომივიდა თავში: თუ მეტყვით, რომ წაიღებთ ჩემი ხელფასის 50%-ს, სანაცვლოდ კი მე შემეძლება პრესკონფერენციებს არ დავესწრო, ამას ხელს სიამოვნებით მოვაწერ.
როცა კლუბთან აფორმებ კონტრაქტს, ვალდებული ხდები პრესას ელაპარაკო. თუ შემიძლია ამის თავიდან არიდება, ავირიდებ. განსაკუთრებით, პოსტ-მატჩს ინტერვიუებს." - აღნიშნა ესპანელმა მწვრთნელმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები