• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
მაკლარენი: "როი კინსა და ფერნანდეშს საერთო კოშმარული თვისება აქვთ"
ფეხბურთიფეხბურთი

მაკლარენი: "როი კინსა და ფერნანდეშს საერთო კოშმარული თვისება აქვთ"

02 მაი, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მწვრთნელი, სტივ მაკლარენი, ამტკიცებს, რომ როი კინსა და ბრუნო ფერნანდეშს ერთი საერთო კოშმარული თვისება აქვთ.

მაკლარენი ასისტენტად მუშაობდა ლეგენდარულ სერ ალექს ფერგუსონთან, მოგვიანებით კი ერიკ ტენ ჰაგთან. სერ ალექსის ხელმძღვანელობით ის ეხმარებოდა იუნაიტედს კლუბის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ეპოქაში, ხოლო ტენ ჰაგის დროს გუნდმა კარაბაოს თასი და ინგლისის ასოციაციის თასი მოიგო. მაკლარენმა კლუბი მეორედ 2024 წლის ივლისში დატოვა, სერ ჯიმ რეტკლიფის INEOS-ის მიერ ინიცირებული სამწვრთნელო შტაბის რეორგანიზაციის ფონზე.

64 წლის სპეციალისტს წილად ხვდა ბედნიერება, ემუშავა კლუბის ორ უდიდეს კაპიტანთან - კინთან და ამჟამინდელი სამკლაურის მფლობელ ფერნანდეშთან. კინის საკულტო სტატუსს იუნაიტედში წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ ფერნანდეშის ბრწყინვალება სრულიად სხვა რამისგან არის გამოჭედილი - ის კაშკაშებს იუნაიტედის ყველაზე რთულ პერიოდში. მიმდინარე სეზონში ფერნანდეშმა 8 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა. მას მხოლოდ ორი ასისტი აშორებს პრემიერ ლიგის რეკორდის (20) მოხსნამდე, რომელსაც ერთობლივად ფლობენ კევინ დე ბრუინი და ტიერი ანრი. პორტუგალიის ნაკრების წევრი პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს მოპოვების ძლიერი კანდიდატია.

კინი ყოველთვის არ ყოფილა ფერნანდეშის დიდი გულშემატკივარი და პერიოდულად აკრიტიკებდა მას მოედანზე გამოხატული ბავშვური უკმაყოფილების გამო. თუმცა, მაკლარენის თქმით, ამ ორს შეიძლება გაცილებით მეტი საერთო ჰქონდეს, ვიდრე კინი ისურვებდა ეღიარებინა.

The Athletic-თან საუბრისას მაკლარენმა თქვა:


გვქონდა პერიოდი, როდესაც როის ვეუბნებოდით: "ცოტა უნდა დამშვიდდე". იმ პრობლემების გამო, რომლებშიც ეხვეოდა, სეზონში ხუთ ან ექვს მატჩს ტოვებდა. ის შეეცადა დამშვიდებას და საშინლად ითამაშა. ამიტომ ვუთხარით: "დაივიწყე ეგ, იყავი შენი თავი, ყველაფერი რიგზეა, ხუთ მატჩში მოგვაკლდები, მაგრამ არ გვინდა, რომ მოედანზე კნუტივით იყო" და ბრუნოც ზუსტად ასეთია. როდესაც ვარჯიშებზე მსაჯობა მიწევდა, ის ნამდვილი კოშმარია. ეს უბრალოდ ვნებაა. ის ფორმაშია, დარბის, გააქვს გოლები, აკეთებს ასისტებს, მისი ციფრები ფენომენალურია.
ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ბრუნო ფერნანდეში
სერ ალექს ფერგიუსონი
მაკლარენი
მანჩესტერი
პრემიერ ლიგა
როი კინი
ტენ ჰაგი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: ეს უნდა ნახოთ - შედევრი 85-ე წუთზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ეს უნდა ნახოთ - შედევრი 85-ე წუთზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ზანდვორტზე პოულ პოზიცია ნორისმა მოიპოვა

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ზანდვორტზე პოულ პოზიცია ნორისმა მოიპოვა
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ტრენტმა ლივერპულის ფანებს პასუხი გასცა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტრენტმა ლივერპულის ფანებს პასუხი გასცა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტოტენჰემმა პრემიერ ლიგის სეზონი განადგურებით დაიწყო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტოტენჰემმა პრემიერ ლიგის სეზონი განადგურებით დაიწყო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

6 სთ წინ

VIDEO: ეს უნდა ნახოთ - შედევრი 85-ე წუთზე

News image

4 სთ წინ

ზანდვორტზე პოულ პოზიცია ნორისმა მოიპოვა

News image

1 სთ წინ

ტრენტმა ლივერპულის ფანებს პასუხი გასცა

News image

1 სთ წინ

ტოტენჰემმა პრემიერ ლიგის სეზონი განადგურებით დაიწყო

კომენტარები

ლინკის დაკოპირება