The Athletic-ის ჟურნალისტის, დევიდ ორნშტეინის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედმა ანტვერპენთან სენე ლამენსის ტრანსფერთან დაკავშირებით სრულ შეთანხმებას მიაღწია.
ანტვერპენის 23 წლის მეკარის სანაცვლოდ მანჩესტერი 21 მილიონ ევროსა და დამატებით ბონუსებს გადაიხდის, თავად ბელგიელი მეკარე კი წითელ ეშმაკებთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ლამენსი მანჩესტერში გაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ხელშეკრულებას ოფიციალურად მოაწერს ხელს.
იუნაიტედმა პირადი კონტრაქტი ემილიანო მარტინესთანაც შეათანხმა, თუმცა აქცენტი ლამენსის ტრანსფერზე გაკეთდა.
არგენტინელი მეკარის დამატებით თურქული გალათასარაიც ინტერესდება.