-
Aa
+
ფონტის ზომა
მანჩესტერ იუნაიტედმა იტალიური ლეჩეს და დანიის ნაკრების მარცხენა მცველის, პატრიკ დორგუს ტრანსფერი დახურა.
20 წლის მარცხენა მცველი წითელ ეშმაკებს 30 მილიონ ევროდ შეუერთდება, კიდევ 5 მილიონი კი ბონუსეით იქნება გათვალისწინებული.
ფეხბურთელი ხვალ, კვირას მანჩესტერში ჩაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.
მიმდინარე სეზონში დორგუმ სერია ა-ს 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
პორტალი Transfermarkt ფეხბურთელს 20 მილიონ ევროდ აფასებს. მარცხენა მცველის გარდა, მას მარჯვენა ვინგერად და ფლანგის ნახევარმცველადაც შეუძლია თამაში.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები