ენცო მარესკას თქმით, რაჰიმ სტერლინგს ჩელსის ძირითად გუნდში დაბრუნების შანსი არ აქვს.
„სეზონის დაწყების შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელი თვალით არ მინახავს. არ მინახავს რენატო ვეიგა, არ მინახავს აქსელ დისასი, არ მინახავს რაჰიმ სტერლინგი, იმიტომ რომ ისინი სულ სხვა მოედანზე, სხვა დროს ვარჯიშობენ.
ისინი ჩელსის ფეხბურთელები არიან [ვეიგა ვილიარეალში გადავიდა - ავტ], იმიტომ რომ ამ კლუბთან კონტრაქტი აქვთ. თუმცა, ახლა სრულიად განცალკევებულად ვარჯიშობენ და იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ასეც გააგრძელებენ.
აქვთ თუ არა შანსი ძირითად გუნდში დაბრუნების? არა." - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.
აღსანიშნავია, რომ სტერლინგის ხელფასი კვირაში დაახლოებით 200 ათას ფუნტს შეადგენს და ის ჩელსის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.