მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
22 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრალიან ოუფენის 1/2 ფინალში ტრავმის გამო ჩახსნის შემდეგ, ნოვაკ ჯოკოვიჩმა თავისი პირველი მატჩი დოჰაში ჩაატარა, სადაც 500-იანი ტურნირი მიმდინარეობს.
პირველივე ეტაპზე მისი მეტოქე იტალიელი მატეო ბერეტინი აღმოჩნდა, რომელთანაც სერბს დღემდე 4-ჯერ ჰქონდა ნათამაშები და ყველა შემთხვევაში მატჩი თავისი გამარჯვებით დაასრულა.
იგივე სცენარის გამეორება დღეს ვერ მოხერხდა - კორტზე ბერეტინი აშკარად დომინირებდა და თამაშის თავის სასარგებლოდ დასრულებაც ორ სეტში მოახერხა.
7:6 (4) 6:2 და ბერეტინი შემდეგ ეტაპზეა, ჯოკოვიჩმა კი თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ წააგო ზედიზედ ორი მატჩი მიყოლებით.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები