რაფინიამ თანაგუნდელი გავის გულმავიწყობაზე ისაუბრა.
"გავის ყველაფერი ავიწყდება: პასპორტი, ჩანთა, ყურსასმენები… ყოველთვის გვიწევს გაჩერება, რომ მისი ნივთები მოვძებნოთ.
ჩვეულებრივ, პერსონალი გასახდელს ამოწმებს და მის რომელიმე ნივთს პოულობს, ხანდახან კი ავტობუსშიც.
ავტობუსში მე უკანა ადგილებზე ვზივარ და როცა ჩამოვდივართ, სკამებს გადავხედავ ხოლმე იმის შესამოწმებლად, გავის ხომ არაფერი დავიწყებია." - განაცხადა ბრაზილიელმა.
რაფინიამ ლამინ იამალის მთავარი „სისუსტე“ დაასახელა — ბარსელონას ვარსკვლავის დილის რუტინა