ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების მთავარმა იმედმა, ლამინ იამალმა, სერიოზული გადაწყვეტილება მიიღო — 18 წლის ფეხბურთელი სოციალურ ქსელებს მაქსიმალურად დისტანცირდება.
როგორც ჩანს, მედიურმა აჟიოტაჟმა და მუდმივმა კრიტიკამ კულმინაციას მიაღწია და იამალმა „თავდაცვის რეჟიმი“ ჩართო.
El Chiringuito-ს ჟურნალისტის, ხოსე ალვარესის თქმით, ლამინმა გარემოცვაში პროფესიონალები შეცვალა და ახალი სპეციალისტები დაიქირავა, რომლებმაც მას ე.წ. „ციფრული იზოლაცია“ ურჩიეს. მიზანი მარტივია: ფეხბურთელმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს და მთელი ყურადღება მხოლოდ მოედანზე გადაიტანოს.
„მის გუნდში სერიოზული ცვლილებებია. ახალმა ხალხმა მას სხვა მიმართულება მისცა. მაგალითად, სრულად შეცვალეს მიდგომა სოციალურ ქსელებთან. ლამინი ახლა ბევრად იშვიათად პოსტავს, ხოლო თუ რამეს აქვეყნებს, ეს მხოლოდ ფეხბურთს და ბარსელონას ეხება. დაეხმარნენ იმის გააზრებაში, თუ რა არის სინამდვილეში სოციალური ქსელი — ის ცოტათი გვერდზე გადგა და ფეხბურთზე ფოკუსირდა“, — ამბობს ალვარესი.
მოკლედ, იამალი მიხვდა, რომ 18 წლის ასაკში მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ყოფნა და ინსტაგრამზე კომენტარების კითხვა ერთმანეთთან ვერ მეგობრობს. ახლა მის გვერდებზე მხოლოდ „ბარსას“ ფორმა და ბურთია — ზედმეტი დრამებისა და პირადი ცხოვრების გარეშე.