ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების ვარსკვლავმა, ლამინ იამალმა, 2025 წლის ოქროს ბურთის გამოკითხვის შედეგებზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ პრესტიჟული ჯილდო პსჟ-ს თავდამსხმელმა, უსმან დემბელემ მოიპოვა, იამალი კი მეორე ადგილზე გავიდა.
„ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ამ ჯილდოზე ფიქრით პასუხს მაინც ვერ იპოვი. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რას მოიგებ, როგორ ითამაშებ და ვინ აძლევს ხმას. ეს მხოლოდ შენი თამაშით არ განისაზღვრება.
მე უბრალოდ მინდა, რომ სიამოვნება მივიღო და ბარსელონასთან და ეროვნულ ნაკრებთან ერთად გავიმარჯვო“, — განაცხადა იამალმა.
მიუხედავად იმისა, რომ 18 წლის ფეხბურთელი მთავარ პრიზს მიღმა დარჩა, მისი მეორე ადგილი ისტორიული მიღწევაა ასეთი ახალგაზრდა მოთამაშისთვის.