ბარსელონამ ყველა ტურნირის ჩათვლით ბოლო 39 საშინაო მატჩში გოლის გატანა მოახერხა (ჯამში 124 გოლი).
ეს კატალონიელების საუკეთესო საშინაო სერიაა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის ოქტომბრამდე პერიოდის შემდეგ, როდესაც ერნესტო ვალვერდეს ხელმძღვანელობით გუნდმა ზედიზედ 45 საშინაო შეხვედრაში გაიტანა (135 გოლი).
VIDEO: მინიმალური გამარჯვება კამპ ნოუზე — ბარსელონამ რაიო დაამარცხა
დღეს, ლა ლიგის 29-ე ტურში, ჰანსი ფლიკის გუნდმა რაიო ვალეკანო მინიმალური ანგარიშით (1:0) დაამარცხა. ერთადერთი გოლი 24-ე წუთზე მცველმა, რონალდ არაუხომ გაიტანა.