• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
რუნის სკანდალური განცხადება: იყო ნეიმარი მაღალი დონის?
ფეხბურთიფეხბურთი

რუნის სკანდალური განცხადება: იყო ნეიმარი მაღალი დონის?

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საფეხბურთო სამყაროში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია უეინ რუნის ბოლო კომენტარებმა.


მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ფორვარდმა საკუთარი მოსაზრება გააზიარა ნეიმარზე, რომელიც ცოტა ხნის წინ კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრების მიღმა დატოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ნეიმარს ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა სანტოსში, ბარსელონასა და პსჟ-ში და ის ბრაზილიური ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ ითვლება, ინგლისელმა აღნიშნა, რომ მას არასდროს მიიჩნევდა "ტოპ-ტოპ" დონის მოთამაშედ.


უეინ რუნის კომენტარი ნეიმარზე


ნეიმარი მომწონს, მაგრამ მას არასდროს აღვიქვამდი უმაღლესი დონის მოთამაშედ. ვგულისხმობ მესის და რონალდუს კატეგორიას. ბარსელონაში ის კარგი იყო, თუმცა მაინც მესის ჩრდილში იმყოფებოდა.


ამ სიტყვებს სოციალურ ქსელებში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. გულშემატკივრების ნაწილი რუნისა და ნეიმარის სტატისტიკას ერთმანეთს ადარებს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რუნის პრემიერლიგის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო თავდამსხმელად აღიარებს, მიიჩნევენ, რომ ის ნეიმარის დონესთან ახლოსაც კი არ არის.

შეგახსენებთ მის პერიოდს ბარსელონაში, სადაც ბრაზილიელმა მესისთან და ლუის სუარესთან ერთად ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შიშისმომგვრელი შემტევი ტრიო ჩამოაყალიბა. იმ პერიოდში ნეიმარმა ტრეპლი მოიგო და მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად დამკვიდრდა.

რუნის ეს კომენტარები ნეიმარისთვის რთულ პერიოდს დაემთხვა. ფეხბურთელმა არ იცის, შეძლებს თუ არა ბრაზილიის ნაკრებთან ერთად თავის უკანასკნელ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს. კარლო ანჩელოტიმ ის მორიგ ჯერზე არ გამოიძახა ეროვნულ გუნდში. იტალიელ სპეციალისტს თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ნეიმარი შემადგენლობაში არცერთხელ არ შეუყვანია, რაც ზრდის იმის ალბათობას, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიელი ვარსკვლავის გარეშე ჩაივლის.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ბარსელონა
ბრაზილია
მსოფლიო ჩემპიონატი
ნეიმარი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

როგორ დაუბრუნა ლა მასიამ ბარსელონას ძველი დიდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

როგორ დაუბრუნა ლა მასიამ ბარსელონას ძველი დიდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესის ერთი ფრაზა და გადაწყვეტილი ტრანსფერი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესის ერთი ფრაზა და გადაწყვეტილი ტრანსფერი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კაფუ: „არასწორია ის, რაც ბრაზილიელებმა ნეიმარს ბოლო 15 წელიწადში გავუკეთეთ"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კაფუ: „არასწორია ის, რაც ბრაზილიელებმა ნეიმარს ბოლო 15 წელიწადში გავუკეთეთ"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლევანდოვსკიმ პენალტის შემსრულებლის სტატუსი დაკარგა?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლევანდოვსკიმ პენალტის შემსრულებლის სტატუსი დაკარგა?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

4 სთ წინ

როგორ დაუბრუნა ლა მასიამ ბარსელონას ძველი დიდება

News image

2 სთ წინ

მესის ერთი ფრაზა და გადაწყვეტილი ტრანსფერი

News image

20 მარ, 2026

კაფუ: „არასწორია ის, რაც ბრაზილიელებმა ნეიმარს ბოლო 15 წელიწადში გავუკეთეთ"

News image

3 სთ წინ

ლევანდოვსკიმ პენალტის შემსრულებლის სტატუსი დაკარგა?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება