• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ლევანდოვსკიმ პენალტის შემსრულებლის სტატუსი დაკარგა?
ფეხბურთიფეხბურთი

ლევანდოვსკიმ პენალტის შემსრულებლის სტატუსი დაკარგა?

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

„პენალტს ის ასრულებს, ვინც თავს უკეთ გრძნობს. გადაწყვეტილებას ფეხბურთელები იღებენ“, - ასე განმარტა ჰანსი ფლიკმა ოთხშაბათს ღამით ის პრინციპი, რომლითაც ბარსელონა თერთმეტმეტრიანებს ანაწილებს.


ფაქტი ერთია: რობერტ ლევანდოვსკი გუნდის მთავარი პენალტისტი აღარ არის.


ბოლო ორ შეხვედრაში, სევილიასა და ნიუკასლის წინააღმდეგ, კატალონიელებმა სამი პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ პოლონელი ფორვარდი მოედანზე იყო, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ლამინ იამალმა და რაფინიამ აიღეს.

კვირას, სევილიასთან მატჩში, ორივე პენალტი ბრაზილიელმა შეასრულა. ლევანდოვსკი ამ დროს მოედანზე იმყოფებოდა, ლამინი კი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. რეალურად, პოლონელს მას შემდეგ აღარ დაურტყამს, რაც გასულ დეკემბერში ატლეტიკო მადრიდთან შანსი გაანიავა. ამ სეზონში მან ორი პენალტი ვერ გამოიყენა, სიმეონეს გუნდთან და სანჩეს პისხუანზე.


ლიდერობა რაფინიამ და ლამინ იამალმა გადაიბარეს


დეკემბრის შემდეგ თერთმეტმეტრიანების ნიშნულთან ერთმანეთს რაფინია და ლამინ იამალი ენაცვლებიან. ბოლო შემთხვევა გასულ ოთხშაბათს, ნიუკასლთან მოხდა. პენალტი ბრაზილიელმა მოიპოვა და თავიდან ჩანდა, რომ თავადვე დაარტყამდა, თუმცა ბურთი გარემარბს დაუთმო. ლევანდოვსკი პენალტის ნიშნულს არც კი მიახლოებია.

ამ სეზონში რაფინიამ ხუთი პენალტი შეასრულა და ხუთივე გაიტანა. მათგან სამ შემთხვევაში ლევანდოვსკი მოედანზე იყო, მაგრამ ლიდერობა ბრაზილიელმა ითავა. საერთო ჯამში, რაფინიას კარიერაში 18-დან 17 პენალტი აქვს გამოყენებული. რაც შეეხება ლამინს, მან ექვსჯერ დაარტყა და ხუთჯერ გაიტანა. ნიუკასლთან მატჩამდე ის პენალტებს მხოლოდ მაშინ ასრულებდა, როცა პოლონელი მოედანზე არ იმყოფებოდა.

ახლა საინტერესოა, დაუბრუნებს თუ არა თავდაჯერებულობას ლევანდოვსკის ის ორი გოლი, რომელიც მან ინგლისურ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გაუტანა და აიღებს თუ არა შემდეგ ჯერზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე.


14 პენალტი კატალონიელთა სასარგებლოდ


მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, ბარსელონას სასარგებლოდ 14 პენალტი დაინიშნა. ყველაზე მეტჯერ ბურთთან ლამინ იამალი მივიდა (6), შემდეგ მოდის რაფინია (5) და ბოლოს ლევანდოვსკი (3). საერთო ჯამში, კატალონიურმა გუნდმა 14-დან 11 შანსის რეალიზება შეძლო.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ბარსელონა
ჰანსი ფლიკი
ლამინ იამალი
რაფინია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მესის ერთი ფრაზა და გადაწყვეტილი ტრანსფერი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესის ერთი ფრაზა და გადაწყვეტილი ტრანსფერი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

უეფამ ჩემპიონთა ლიგის კვირის მოთამაშე და სიმბოლური გუნდი დაასახელა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

უეფამ ჩემპიონთა ლიგის კვირის მოთამაშე და სიმბოლური გუნდი დაასახელა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რუნის სკანდალური განცხადება: იყო ნეიმარი მაღალი დონის?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რუნის სკანდალური განცხადება: იყო ნეიმარი მაღალი დონის?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

როგორ დაუბრუნა ლა მასიამ ბარსელონას ძველი დიდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

როგორ დაუბრუნა ლა მასიამ ბარსელონას ძველი დიდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

1 სთ წინ

მესის ერთი ფრაზა და გადაწყვეტილი ტრანსფერი

News image

19 მარ, 2026

უეფამ ჩემპიონთა ლიგის კვირის მოთამაშე და სიმბოლური გუნდი დაასახელა

News image

1 სთ წინ

რუნის სკანდალური განცხადება: იყო ნეიმარი მაღალი დონის?

News image

3 სთ წინ

როგორ დაუბრუნა ლა მასიამ ბარსელონას ძველი დიდება

კომენტარები

ლინკის დაკოპირება