• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
როგორ დაუბრუნა ლა მასიამ ბარსელონას ძველი დიდება
ფეხბურთიფეხბურთი

როგორ დაუბრუნა ლა მასიამ ბარსელონას ძველი დიდება

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

წლების განმავლობაში, სანამ ლამინ იამალი და მისი თანაგუნდელები დიდ ფეხბურთში გამოჩნდებოდნენ, ხშირად ამბობდნენ, რომ ლა მასია ისეთ ტალანტებს ვეღარ ზრდიდა, როგორც ადრე. თუმცა, თუ ვინმეს ამაში ეჭვი მაინც ეპარებოდა, ბოლო მონაცემებმა ყველაფერი შეცვალა.


Transfermarkt-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბარსელონას პირველ გუნდში მყოფი აკადემიის აღზრდილების ჯამური ღირებულება წარმოუდგენლად მაღალია. როგორც გამოცემა SPORT წერს, ლა მასიას იმ ცხრა ფეხბურთელის საბაზრო ფასი, რომლებიც ამჟამად მთავარ გუნდში ირიცხებიან, 620 მილიონ ევროს შეადგენს. ამას ემატება იმ მოთამაშეების ღირებულებაც, რომლებიც სარეზერვო და ძირითად შემადგენლობებს შორის მოძრაობენ, რაც კლუბის აქტივს კიდევ 30.5 მილიონ ევროს მატებს.


ლამინ იამალი სიის სათავეშია


ამ აღმავლობის მთავარი ფიგურა, რა თქმა უნდა, ლამინ იამალია. 200 მილიონ ევროდ შეფასებული თინეიჯერი უკვე მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა. მას ფეხდაფეხ მიჰყვება ფერმინ ლოპესი, რომლის ფასმაც 100 მილიონ ევროს მიაღწია. ამ მაჩვენებლით ის ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული წევრი და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ნახევარმცველია.

დაცვის ხაზში ბარიერებს კუბარსი ამსხვრევს. 80 მილიონ ევროდ შეფასებული მცველი თავის ასაკობრივ ჯგუფში საუკეთესოა და მსოფლიოს წამყვან ცენტრალურ მცველებს შორის იმკვიდრებს ადგილს. მის გვერდითაა ბალდე 55 მილიონიანი შეფასებით, ხოლო ერიკ გარსიას საბაზრო ღირებულება 35 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

ლა მასიას ნახევარდაცვის რესურსიც არანაკლებ შთამბეჭდავია. გავი და მარკ ბერნალი 30-30 მილიონ ევროდ ფასდებიან, მარკ კასადოს აღიარება კი ციფრებშიც აისახა, მისი ღირებულება 20 მილიონი ევროა. ამ ტალანტების სიას ემატება დანი ოლმოც (60 მილიონი ევრო), რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ კარიერა სხვაგვარად წარიმართა, მაინც ლა მასიას პროდუქტად ითვლება.

და ბოლოს, არიან ისეთი მოთამაშეებიც, რომლებიც ახლა იკაფავენ გზას დიდ ფეხბურთში. ამის საუკეთესო მაგალითი ჩავი ესპარტია, რომლის ფასი დებიუტის შემდეგ 5 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ასევე დიდია მოლოდინი ალვარო კორტესის მიმართ, რომელიც ამჟამად 2 მილიონადაა შეფასებული, თუმცა ვარაუდობენ, რომ პირველ გუნდში დამკვიდრების შემდეგ მისი ფასი მკვეთრად აიწევს.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ბარსელონა
ლამინ იამალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მესის ერთი ფრაზა და გადაწყვეტილი ტრანსფერი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესის ერთი ფრაზა და გადაწყვეტილი ტრანსფერი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

უეფამ ჩემპიონთა ლიგის კვირის მოთამაშე და სიმბოლური გუნდი დაასახელა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

უეფამ ჩემპიონთა ლიგის კვირის მოთამაშე და სიმბოლური გუნდი დაასახელა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რუნის სკანდალური განცხადება: იყო ნეიმარი მაღალი დონის?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რუნის სკანდალური განცხადება: იყო ნეიმარი მაღალი დონის?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლევანდოვსკიმ პენალტის შემსრულებლის სტატუსი დაკარგა?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლევანდოვსკიმ პენალტის შემსრულებლის სტატუსი დაკარგა?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

1 სთ წინ

მესის ერთი ფრაზა და გადაწყვეტილი ტრანსფერი

News image

19 მარ, 2026

უეფამ ჩემპიონთა ლიგის კვირის მოთამაშე და სიმბოლური გუნდი დაასახელა

News image

1 სთ წინ

რუნის სკანდალური განცხადება: იყო ნეიმარი მაღალი დონის?

News image

2 სთ წინ

ლევანდოვსკიმ პენალტის შემსრულებლის სტატუსი დაკარგა?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება