• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
"ეს ჩემთვის განსაკუთრებით რთულია“ — ტერ შტეგენმა მძიმე ტრავმაზე პირველი კომენტარი გააკეთა
ფეხბურთიფეხბურთი

"ეს ჩემთვის განსაკუთრებით რთულია“ — ტერ შტეგენმა მძიმე ტრავმაზე პირველი კომენტარი გააკეთა

11 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, რომელსაც ბარძაყის უკანა კუნთის სერიოზული დაზიანების გამო პარასკევს ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მიმართა.


გერმანელმა მეკარემ აღიარა, რომ ეს ტრავმა მისთვის ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე აღმოჩნდა.


„მე პოზიტიური ადამიანი ვარ და ყველა სირთულეს ყოველთვის ასეთი განწყობით ვხვდებოდი, მაგრამ ახლანდელი მდგომარეობა ჩემთვის განსაკუთრებით რთულია. გასულ უქმეებზე ყველაზე ცუდი რამ მოხდა: მატჩის დროს ტრავმა მივიღე. ახლახან გადმოვედი ჟირონაში, სადაც პირველივე წუთიდან ძალიან თბილად დამხვდნენ. მოუთმენლად ველოდი შესაძლებლობას, რომ გუნდის ნაწილი გავმხდარიყავი და საერთო მიზნების მიღწევაში დავხმარებოდი.


ახლა ჩემი როლი სრულად შეიცვალა, მაგრამ ჩემი მხარდაჭერა გუნდის მიმართ უცვლელი დარჩება. ჟირონა უბრალოდ მოთამაშეების ჯგუფი კი არა, ერთი ოჯახია. სპორტსმენისთვის ყველაზე დიდი სიხარული ვარჯიში და თამაშია. ახლა ამ ყველაფრის რამდენიმე თვით დაპაუზება მომიწევს, რადგან ოპერაციის გაკეთება გადავწყვიტე. მე აუცილებლად დავბრუნდები“, — დაწერა ტერ შტეგენმა.


შეგახსენებთ, რომ 33 წლის მეკარე ჟირონაში ბარსელონადან იჯარით იმყოფება. მისი რეაბილიტაციის ზუსტი ვადები ოპერაციის შემდეგ გახდება ცნობილი.


იწერებოდა, რომ ამ ტრავმის გამო ჟირონამ შესაძლოა იჯარა გაწყვიტოს და ტერ შტეგენი ბარსელონაში დააბრუნოს, თუმცა ჯერჯერობით მსგავსი არაფერი მომხდარა.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ბარსელონა
ტერ შტეგენი
ჟირონა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რა ფინალებს უმიზნებს ჟოან ლაპორტა ახალი კამპ ნოუსთვის?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა ფინალებს უმიზნებს ჟოან ლაპორტა ახალი კამპ ნოუსთვის?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჟირონამ დაადასტურა - ტერ შტეგენი ოპერაციას გაიკეთებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჟირონამ დაადასტურა - ტერ შტეგენი ოპერაციას გაიკეთებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

იამალი: "ოქროს ბურთის მოგება მხოლოდ თამაშზე არაა დამოკიდებული"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იამალი: "ოქროს ბურთის მოგება მხოლოდ თამაშზე არაა დამოკიდებული"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

იამალი „ციფრულ იზოლაციაში“ გადავიდა — რატომ გაუჩინარდა ბარსას ვარსკვლავი სოციალური ქსელებიდან?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იამალი „ციფრულ იზოლაციაში“ გადავიდა — რატომ გაუჩინარდა ბარსას ვარსკვლავი სოციალური ქსელებიდან?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

04 თებ, 2026

რა ფინალებს უმიზნებს ჟოან ლაპორტა ახალი კამპ ნოუსთვის?

News image

04 თებ, 2026

ჟირონამ დაადასტურა - ტერ შტეგენი ოპერაციას გაიკეთებს

News image

11 სთ წინ

იამალი: "ოქროს ბურთის მოგება მხოლოდ თამაშზე არაა დამოკიდებული"

News image

7 სთ წინ

იამალი „ციფრულ იზოლაციაში“ გადავიდა — რატომ გაუჩინარდა ბარსას ვარსკვლავი სოციალური ქსელებიდან?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება