ბარსელონას მცველმა, რონალდ არაუხომ, ესპანეთის თასის მეოთხედფინალში ალბასეტესთან მოპოვებულ გამარჯვებაზე (2:1) ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ ურუგვაელმა ფეხბურთელმა, რომელმაც ფსიქოლოგიური პრობლემების გამო ერთ თვეზე მეტი გამოტოვა, დაბრუნებისთანავე გამარჯვების გოლი გაიტანა.
„გოლი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნაბიჯ-ნაბიჯ, ღვთის შეწევნით, კლუბთან და მწვრთნელთან ერთად დიდ სამუშაოს ვასრულებთ. ვფიქრობ, დღეს შესანიშნავი მატჩი მქონდა და გუნდს შეტევაშიც დავეხმარე.
ჰანსი ფლიკი ჩვენთვის მამასავითაა, ყველა დიდი სითბოთი ეპყრობა. მან ზუსტად იცის, როგორ მართოს თითოეული მოთამაშე — ჩემთან მიმართებაში ის უბრალოდ დიდებულად მოიქცა
ნახევარფინალში გასვლა დავიმსახურეთ, კლუბისთვის მორიგი ფინალის თამაში და ტიტულის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. დიდ კოცნას ვუგზავნი ჩემს მეუღლესაც, რომელიც ძალიან მიყვარს." — განაცხადა არაუხომ.