ბენინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გერნოტ რორმა იმედგაცრუება გამოთქვა იმის გამო, რომ არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებმა ამხანაგური მატჩის (0:3) შემდეგ მის მოთამაშეებს მაისურები არ გაუცვალეს.
აღნიშნული შეხვედრა ლიონელ მესისთვის ეროვნულ გუნდში გამოსამშვიდობებელი იყო.
„ერთადერთი უსიამოვნო მომენტი ისაა, რომ არგენტინელებს ჩვენი ფეხბურთელებისთვის არაფერი მოუციათ. მესისთან ფოტოც კი არ გვაქვს. მაისურების გაცვლა გვინდოდა, მაგრამ არცერთი არ მიგვიღია.
მათ კორიდორშიც კი არ შეგვიშვეს - დაცვა არავის უშვებდა. მოთამაშეები თავიანთი მაისურებით მოდიოდნენ და არგენტინელებთან გაცვლას იმედოვნებდნენ. მოლაპარაკებას ვცდილობდით, მაგრამ ამაოდ.
მიუხედავად ამისა, ლიონელ სკალონის მაინც გადავეცი ჩემი 2018 წლის მესის მაისური, რომელზეც ლიონელმა მსოფლიო ჩემპიონატზე ნიგერიასთან მატჩის შემდეგ მომიწერა ხელი. მან მესის მეორე ხელმოწერა სთხოვა და დამიბრუნა. ნახევარი საათი ველოდებოდი, თუმცა ეგ არაფერი", - განაცხადა გერნოტ რორმა.