MLS-ის ფეხბურთელთა პროფკავშირის მიერ გამოქვეყნებული, 2026 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე კვლავ ლიონელ მესია.
ინტერ მაიამის თავდამსხმელის გარანტირებული წლიური ანაზღაურება 28.33 მილიონ დოლარს შეადგენს. გასულ წელს ეს თანხა 20.45 მილიონი იყო.
მაჩვენებელი ბონუსებსა და შემოსავლის სხვა წყაროებს არ მოიცავს. წელიწადში მინიმუმ 10 მილიონ დოლარს MLS-ში უკვე ხუთი ფეხბურთელი იღებს:
- 1. ლიონელ მესი, ინტერ მაიამი - 28.33 მილიონი დოლარი;
- 2. რობერტ ლევანდოვსკი, ჩიკაგო ფაირი - 19.51 მილიონი;
- 3. ანტუან გრიზმანი, ორლანდო სიტი - 13.94 მილიონი;
- 4. სონ ჰინ მინი, ლოს-ანჯელესი - 11.25 მილიონი;
- 5. ბრილ ემბოლო, ატლანტა იუნაიტედი - 10.81 მილიონი.
ლიგაში 150 ფეხბურთელის გარანტირებული წლიური შემოსავალი მინიმუმ მილიონი დოლარია. საშუალო ანაზღაურება გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 18%-ით გაიზარდა და 746,936 დოლარს მიაღწია.
სახელფასო ხარჯებითაც ინტერ მაიამი ლიდერობს. კლუბების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
- 1. ინტერ მაიამი - 59.37 მილიონი დოლარი;
- 2. ჩიკაგო ფაირი - 41.29 მილიონი;
- 3. ატლანტა იუნაიტედი - 38.35 მილიონი;
- 4. ლოს-ანჯელეს გალაქსი - 34.91 მილიონი;
- 5. ლოს-ანჯელესი - 32.91 მილიონი.