ლიონელ მესიმ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში კარიერა გასული წლის ოქტომბერში, ბენინთან მოგებული ამხანაგური მატჩის (3:0) შემდეგ დაასრულა.
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა საერთაშორისო ასპარეზზე 208 შეხვედრა ჩაატარა და 126 გოლი გაიტანა. მან 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, 2014 და 2026 წლების მუნდიალებზე კი ფინალში შესაბამისად, გერმანიასთან და ესპანეთთან დამარცხდა.
მიუხედავად სანაკრებო პენსიისა, არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლიონელ სკალონი მესის 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საკუთარ სამწვრთნელო შტაბში იწვევს. თავად სკალონიმ ფედერაციასთან კონტრაქტი 2030 წლამდე ახლახან გაახანგრძლივა.
კოსტა-რიკასთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე სკალონიმ აღნიშნა:
ვფიქრობ, ის 2030 წლის შემდეგაც ითამაშებს ფეხბურთს. მან სანაკრებო კარიერა დაასრულა, მაგრამ როგორც ფეხბურთელმა, იმედი მაქვს, თამაშს კიდევ დიდხანს გააგრძელებს. თუ მას ჩვენთან მოსვლა სურს, არანაირი პრობლემა არ არის. ახლა, როცა ვალტერი აღარ არის ჩვენთან, შეუძლია მოვიდეს
ცნობისთვის, ვალტერ სამუელი წლის ბოლოს არგენტინის სამწვრთნელო შტაბს ტოვებს და ევროპულ გუნდს მთავარი მწვრთნელის რანგში ჩაუდგება სათავეში.