VIDEO: ნიკო პასის, ალვარესისა და მასტანტუონოს დუბლები კოსტა-რიკასთან
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
არგენტინის ნაკრებმა კოსტა-რიკა გაანადგურა და ლიონელ მესის სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ლიონელ სკალონის გაწვრთნილმა გუნდმა ამხანაგურ შეხვედრაში კოსტა-რიკა 7:0 გაანადგურა. მესის წასვლის შემდეგ გამართულ პირველ შეხვედრაში არგენტინა ურუგვაისთან 1:2 დამარცხდა.
ეს არგენტინის ნაკრებისთვის ბოლო სამი წლის განმავლობაში საკუთარ მოედანზე პირველი მარცხი იყო. მანამდე გუნდს შინ 2023 წლის ნოემბერში, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სამხრეთამერიკული შესარჩევი ეტაპის მატჩში, ასევე ურუგვაისთან წაეგო.
თუმცა, არგენტინელებმა წარუმატებლობის შემდეგ რეაბილიტაცია მოახერხეს და კოსტა-რიკასთან გამანადგურებელი გამარჯვება მოიპოვეს.
არგენტინის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში შეტევის ხაზი ხულიან ალვარესმა, ჯანლუკა პრესტიანიმ და ნიკო პასმა დააკომპლექტეს. პირველ ტაიმში არგენტინელებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს, პასმა და ალვარესმა კი დუბლები შეასრულეს.
მეორე ნახევარში ნიკო პასის ნაცვლად მოედანზე ფრანკო მასტანტუონო გამოჩნდა, რომელმაც ტაიმის დაწყებიდან 3 წუთში მე-5 გოლი გაიტანა.
78-ე წუთზე თავი ალექსის მაკ ალისტერმა გამოიჩინა, ხოლო 88-ე წუთზე მასტანტუონომ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში - 7:0 დააფიქსირა.
ამრიგად, არგენტინის ნაკრებმა 2026 წელი შთამბეჭდავი გამარჯვებით დაასრულა.