იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
VIDEO: პირველად მესის გარეშე - არგენტინა ურუგვაისთან დამარცხდა
ფეხბურთიფეხბურთი

VIDEO: პირველად მესის გარეშე - არგენტინა ურუგვაისთან დამარცხდა

7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

არგენტინის ნაკრებმა ლიონელ მესის სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა და ურუგვაისთან 1:2 დამარცხდა.


მეორე ტაიმში არგენტინელი მცველის, ლეონარდო ბალერდის ავტოგოლმა და ურუგვაელი ნახევარმცველის, მაქსი არაუხოს იღბლიანმა გოლმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტს მარცხი მოუტანა.


მადრიდის ატლეტიკოს თავდამსხმელმა ხულიან ალვარესმა 73-ე წუთზე გატანილი გოლით არგენტინას მატჩის გადარჩენის იმედი გაუჩინა, თუმცა ურუგვაიმ უპირატესობა შეინარჩუნა და ახალი მთავარი მწვრთნელის, დიეგო ფორლანის ხელმძღვანელობით მე-3 გამარჯვება მოიპოვა.


მესის გარეშე დარჩენილ არგენტინას ამხანაგურ მატჩში ურუგვაის ორგანიზებული დაცვის გარღვევა დიდი ხნის განმავლობაში უჭირდა.


პირველ ტაიმში არგენტინელთა საუკეთესო საგოლე მომენტი ნიკო პასს ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმა ურუგვაის მეკარემ, კრისტოფერ ფიერმარინმა მოიგერია.


ურუგვაიმ ანგარიში მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე გახსნა. მარცხენა ფლანგიდან ჯორჯიან დე არასკაეტას მიერ შესრულებულმა საჯარიმო დარტყმამ არგენტინის დაცვაში არეულობა გამოიწვია.


მანჩესტერ იუნაიტედის მცველმა ლისანდრო მარტინესმა ბურთის თავით მოგერიება სცადა, თუმცა ბურთი მის თანაგუნდელ ლეონარდო ბალერდის მოხვდა და კარში აღმოჩნდა.


53-ე წუთზე დე არასკაეტამ ურუგვაის მეორე გოლშიც მიიღო მონაწილეობა. მის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ ბურთი, როგორც ჩანს, მაქსი არაუხოს მხარს მოხვდა, მაღლა აიჭრა და კარში ჩაეშვა.


ტაიმის შუა მონაკვეთში ალვარესმა 1 გოლი გაქვითა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ანგარიშის გათანაბრების კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა ურუგვაიმ უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა და გამარჯვება მოიპოვა.


თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

argentina
ურუგვაი
ხულიან ალვარესი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

„მესიმ ჩვენს ფეხბურთელებს გვერდი აუარა“, - ბენინის ნაკრებში უკმაყოფილებას არ მალავენ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„მესიმ ჩვენს ფეხბურთელებს გვერდი აუარა“, - ბენინის ნაკრებში უკმაყოფილებას არ მალავენ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კაცი, რომელმაც მარადონა შეცვალა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კაცი, რომელმაც მარადონა შეცვალა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პირველად მესის გარეშე - არგენტინის განაცხადი ნოემბრის მატჩებისთვის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პირველად მესის გარეშე - არგენტინის განაცხადი ნოემბრის მატჩებისთვის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესის შემცვლელი არ ჰყავს - სკალონის შოკისმომგვრელი აღიარება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესის შემცვლელი არ ჰყავს - სკალონის შოკისმომგვრელი აღიარება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

14 ოქტ, 2026

„მესიმ ჩვენს ფეხბურთელებს გვერდი აუარა“, - ბენინის ნაკრებში უკმაყოფილებას არ მალავენ

News image

19 ოქტ, 2026

კაცი, რომელმაც მარადონა შეცვალა

News image

04 ნოე, 2026

პირველად მესის გარეშე - არგენტინის განაცხადი ნოემბრის მატჩებისთვის

News image

12 ნოე, 2026

მესის შემცვლელი არ ჰყავს - სკალონის შოკისმომგვრელი აღიარება

კომენტარები

ლინკის დაკოპირება