• ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი
NEW

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
„მესიმ ჩვენს ფეხბურთელებს გვერდი აუარა“, - ბენინის ნაკრებში უკმაყოფილებას არ მალავენ
ფეხბურთიფეხბურთი

„მესიმ ჩვენს ფეხბურთელებს გვერდი აუარა“, - ბენინის ნაკრებში უკმაყოფილებას არ მალავენ

44 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბენინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ტუნდე ადელაკუნმა, არგენტინის ნაკრები და ლიონელ მესი გააკრიტიკა.


მისი თქმით, მესის გამოსამშვიდობებელ მატჩში მონაწილეობის მისაღებად ჩასულ ფეხბურთელებს შეხვედრის შემდეგ სათანადო პატივისცემა არ გამოუჩინეს.


7 ოქტომბერს არგენტინამ ბენინი 3:0 დაამარცხა. მესიმ სანაკრებო კარიერის ბოლო შეხვედრაში ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და პენალტი გაიტანა.


ადელაკუნის თქმით, ბენინის ფეხბურთელებმა ბუენოს-აირესამდე რთული გზა გაიარეს და დიდი სურვილი ჰქონდათ, მესისთვის პატივისცემა პირადად გამოეხატათ, თუმცა მატჩის შემდეგ მასთან მიახლოების შესაძლებლობა არ მიეცათ.


„ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები მესის აღმერთებენ. მათ მასთან ფოტოს გადაღება და ხელის ჩამორთმევა სურდათ, მაგრამ ეს ვერ შეძლეს. დაცვის თანამშრომლები მათ მიახლოების მცდელობას მტრულად ხვდებოდნენ. ისე გვწევდნენ უკან, თითქოს ჩვენი ბიჭები არეულობის მოსაწყობად იყვნენ მისულები“, - დაწერა ადელაკუნმა.


მისი განსაკუთრებული უკმაყოფილება მატჩის შემდეგ მესის საქციელმაც გამოიწვია.


„როცა მესი საპატიო წრეს ასრულებდა, ჩვენი რამდენიმე ფეხბურთელი მის სავარაუდო მარშრუტთან დადგა, რათა მისთვის ტაში დაეკრა. ბოლო მომენტში ლეომ მიმართულება შეცვალა და მოედნის ცენტრისკენ წავიდა.


ჩემი შეფასებით, მან ბენინის ფეხბურთელებს შეგნებულად აუარა გვერდი. ეს კიდევ ერთი გულდასაწყვეტი მომენტი იყო ადამიანისგან, რომელსაც ასე დიდ პატივს სცემდნენ“, - აღნიშნა მან.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

argentina
მესი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

„მათ კორიდორშიც კი არ შეგვიშვეს!“ - ბენინის მწვრთნელი არგენტინელების საქციელით იმედგაცრუებულია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„მათ კორიდორშიც კი არ შეგვიშვეს!“ - ბენინის მწვრთნელი არგენტინელების საქციელით იმედგაცრუებულია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ურთიერთობა სამუდამოდ გაწყდა“ - არგენტინის ნაკრები მონუმენტალზე აღარასდროს ითამაშებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ურთიერთობა სამუდამოდ გაწყდა“ - არგენტინის ნაკრები მონუმენტალზე აღარასდროს ითამაშებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: სუარესისა და მესის დუბლები - ინტერ მაიამის მარტივი გამარჯვება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: სუარესისა და მესის დუბლები - ინტერ მაიამის მარტივი გამარჯვება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ვინ ჰგონია თავი?!“ - ბარსელონას ყოფილმა პრეზიდენტმა ლიონელ მესი მკაცრად გააკრიტიკა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ვინ ჰგონია თავი?!“ - ბარსელონას ყოფილმა პრეზიდენტმა ლიონელ მესი მკაცრად გააკრიტიკა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

08 ოქტ, 2026

„მათ კორიდორშიც კი არ შეგვიშვეს!“ - ბენინის მწვრთნელი არგენტინელების საქციელით იმედგაცრუებულია

News image

10 ოქტ, 2026

„ურთიერთობა სამუდამოდ გაწყდა“ - არგენტინის ნაკრები მონუმენტალზე აღარასდროს ითამაშებს

News image

11 ოქტ, 2026

VIDEO: სუარესისა და მესის დუბლები - ინტერ მაიამის მარტივი გამარჯვება

News image

11 ოქტ, 2026

„ვინ ჰგონია თავი?!“ - ბარსელონას ყოფილმა პრეზიდენტმა ლიონელ მესი მკაცრად გააკრიტიკა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება