ბარსელონას ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოან გასპარმა თავდამსხმელი ლიონელ მესი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ის კატალონიურ კლუბთან დამშვიდობებაზე უარს ამბობს, სანამ ბლაუგრანას ჟოან ლაპორტა ხელმძღვანელობს.
ცოტა ხნის წინ მესიმ არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში გამოსამშვიდობებელი მატჩი ჩაატარა, სადაც არგენტინელებმა ბენინის ნაკრები 3:0 დაამარცხეს, თავად ლეომ კი გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.
„როგორც ფეხბურთელი, ლეო, უდავოდ, საუკეთესოა მსოფლიოში, მაგრამ ერთი რამ არ უნდა დავივიწყოთ: ბარსელონა მასზე მაღლა დგას. ის ფრთხილად უნდა იყოს - და ამას ვამბობ იმ დიდი სიყვარულით, რომელსაც ვგრძნობ მოთამაშის მიმართ, რომელიც მე თვითონ მოვიყვანე გუნდში, როცა ის 13 წლის იყო, ხოლო მე კლუბის პრეზიდენტი გახლდით.
ვინ ჰგონია თავი? მას უფრო გონივრულად მართებდა მოქცევა. ბარსელონა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, როგორც პიროვნება. ის დიდი ფეხბურთელია - მსოფლიოში საუკეთესო - ნაწილობრივ სწორედ ბარსელონას წყალობით.
ამის დავიწყება არ შეიძლება. თუმცა, მზად ვარ დამთმობი ვიყო, მაგრამ დადგება მომენტი, როცა ჩემს გაღიზიანებას დაიწყებს მესის მხრიდან ბარსელონასთან დამშვიდობების ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე მოკრძალებული შეთავაზების უარყოფა - მიუხედავად იმისა, თუ ვინ იკავებს პრეზიდენტის პოსტს. ის უნდა მოვიდეს და დაემშვიდობოს ბარსელონას.
არ უნდა თქვას უარი დამშვიდობებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ პრეზიდენტი ლაპორტაა და დაელოდოს, სანამ ის თანამდებობას დატოვებს. ბარსელონაში დაბრუნების მიბმა ლაპორტას ყოფნა-არყოფნაზე... საქმემ აქამდე თუ მივიდა, მე ასეთ ცერემონიაზე არ წავალ", - აცხადებს გასპარი A Bola-სთან ინტერვიუში.
ლიონელ მესი ბარსელონას ღირსებას 2003 წლიდან 2021 წლამდე იცავდა.