მადრიდის რეალის ბრაზილიელმა გარემარბმა ვინისიუს ჟუნიორმა ლა ლიგის მე-10 ტურის მატჩში ვილიარეალის წინააღმდეგ (1:0) წითელი ბარათის მიღების შემდეგ აგრესიული ქმედებები გამოავლინა.
შეხვედრის 72-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა ისიდრო დიას დე მერამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ ბრაზილიელის გოლი გააუქმა და მოედნიდანაც გააძევა - შეტევის დროს თეთრების ვინგერმა მეტოქის ნახევარმცველ ნატან სალიბს თმებზე მოქაჩა, რაც წესების მიხედვით პირდაპირი წითელი ბარათით ისჯება.
არბიტრის მიერ შედგენილ რაპორტში ნათქვამია: „ვინისიუსი გააძევეს იმის გამო, რომ მან მეტოქეს თმებზე მოქაჩა, როდესაც ბურთი თამაშში იყო, თუმცა ორ მოთამაშეს შორის ორთაბრძოლის გამოვლინება არ ყოფილა“.
ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გაძევების შემდეგ ბრაზილიელი მსაჯის მიმართ აგრესიულად იქცეოდა, თუმცა კონკრეტული შეურაცხყოფა არ დაფიქსირებულა:
„თანაგუნდელებს მისი შეკავება მოუხდათ, რაიმე კონკრეტული სიტყვების გარჩევა ვერ მოხერხდა“.
მსაჯის მიმართ ამ ქმედებამ შესაძლოა ბრაზილიელს დამატებით ერთმატჩიანი ან უფრო ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მოუტანოს. ამ შემთხვევაში ის სევილიასთან მატჩს და კამპ ნოუზე ბარსელონასთან გასამართ ელ კლასიკოს გამოტოვებს.
As-ის შეფასებით, იმის ალბათობა, რომ ვინისიუსი ბარსელონას წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, 90%-ს შეადგენს.